четверг, 22 октября 2015 г.

დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა თამბაქოს მოხმარებაა, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებში და ასევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ძალიან აქტუალურიაეს საკითხი.
ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გაიზარდა მოზარდებში თამბაქოს მოხმარება. რა თქმა უნდა ყოველივე ეს საყურადღებო და მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზებმა გადაგვაწყვეტინა პროექტში მონაწილეობა, რათა გამოგვეთქვა ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. გვეჩვენებინა რეალობა, მოგვეცა სტიმული მზგავსი პრობლემების წინაშე მყოფი ჩევენი თანატოლებისათვის, თუნდაც ზრდასრული პირებისათვის, რომ მათ შეძლონ და უარი თქვან თამბაქოზე 

ჩვენი მთავარი მიზანია შთავაგონოთ საზოგადოებას ის, რომ ნაადრევი მტანჯველი სიკვდილს ცხოვრებით ტკბობა ჯობია. განსაკუთრებით გული შეგვტკივა ჩვენს თანატოლებზე, რომლებიც თითქოსდა საზოგადოებაში თავის გამოჩენისა და დამკვიდრებისათვის მიეჯაჭვნენ მავნე ჩვევას. ამას კი შიეძლება მოჰყვეს ისეთი დაავადების განვითარება როგორიცააა ფილტვის კიბო, პნევმონია ან ანევრიზმა, რომლებსაც ადამიანი სვალალო შედეგემდე მიჰყავს.
გამომდინარე აქედან ჩვენი სათქმელია 
"ნუ მისცემთ თამბაქოს უფლებას გადაგახვევინოთ ცხოვრების სწორი გზიდან !"
ც ხ ო ვ რ ე ბ ა    მ შ ვ ე ნ ე რ ი ა თ ა მ ბ ა ქ ო ს    გ ა რ ე შ ე !


Комментариев нет:

Отправить комментарий