четверг, 22 октября 2015 г.

ჩანახატი დამსხვრეული ოცნებები....

ლაღად, უზრუნველად მიდიოდა ვატოს ცხოვრება. დედა ექიმი იყო, მამა- კალატბურთელი. პატარაობისას თვითონაც მოსწონდა სპორტის ეს სახეობა და კალათბურთელობაზე ოცნებობდა. პირველ კლასში, იყო, მამა რომ ავტოკატასტროფაში მოყვა და გარდაეხვალა. დედას დააწვა მხრებზე სამი შვილის აღზრდა. ორ ცვლაში მუშაობდა, ვეღარ იცლიდა შვილებისათვის. მასობაში ვატო წამოიზარდა, მეზობლის გოგონა შეუყვარდა. გოგონას "დედიკოს ბიჭები" არ მოსწონდა. მის მოსაწონად, ვატო დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებდა, სიგარეტის მოწევაც დაიწყო. თაკოს მოსწონდა მწეველები. თავიდან გაუჭირდა, იხრჩობოდა. თავს ძალას ატანდა, იმდენად უნდოდა თაკოს ყურადღება მიეპყრო. კალათბურთზეც გული აიცრუა. თანდათან შეეცვია ასეთ ცხოვრებას. თამბაქოს გარეშე ვეღარ ძლებდა. ცუდი ჩვევებიც მოეძალა, ბილწსიტყვეობას უმატა. თამბაქოს დედის დატოვებული საჭმლის ფულიდან ყიდულობდა, თან უსირცხვილოდ იტყუებოდა.
ბოლო დროს გაღიზიანებული დადიოდა. ხველას მოუმატა, თავის ტკივილისა და ღებინების შეგრძნებისგან იტანჯებოდა. როგორ გაემხილა დედისთვის!?
მდგომარეობა იმდენად გართულდა იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა. დიაგნოზი სერიოზულად რთული აღმოჩნდა: ფილტვები და სასუნთქი გზები დაზიანებული, კუჭ-ნაწლავი გაღიზიანებული, რეაბილიტაციას ხანგრძლივი დრო ჭირდებოდა. 
მწარედ ინანა, ახლაღა მიხვდა, რა ძვირად დაუჯდა "თავის მოწონება" თაკოც ზედაც აღარ უყურებს. დაუძლურებული და დაავადებული ვატო აღარ სჭირდებოდა. 
მთელი საღამო ბორგავდა საწოლში. შაღამისას ჩათვლიმა. ღმერთო დიდებულო!... ისე ცხადად დაინახა მამა, რაღაც სევდა ედგა თვალებში და თითქოს საყვედურით უყურებდა. მერე სადღაციდან კალატბურთის ბურთი გაუწოდა. 
ოფლში გაწურულს გამოეღვიძე. გული გამალებით უცემდა. ადრიანად ადგა. ცივი შხაპი მიიღო, ჩაიცვა და სათამაშო მოედნისკენ გაიქცა.
მორჩა.... აღარასოდეს მისცემს უფლებას თავს ვინმეზე ან რაიმეზე დამოკიდებული იყოს. იცის, რომ ეს ძნელია, მაგრამ რწმენა ყველა დაბრკოლებას დააძლევინებს
დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა თამბაქოს მოხმარებაა, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებში და ასევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ძალიან აქტუალურიაეს საკითხი.
ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გაიზარდა მოზარდებში თამბაქოს მოხმარება. რა თქმა უნდა ყოველივე ეს საყურადღებო და მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზებმა გადაგვაწყვეტინა პროექტში მონაწილეობა, რათა გამოგვეთქვა ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. გვეჩვენებინა რეალობა, მოგვეცა სტიმული მზგავსი პრობლემების წინაშე მყოფი ჩევენი თანატოლებისათვის, თუნდაც ზრდასრული პირებისათვის, რომ მათ შეძლონ და უარი თქვან თამბაქოზე 

ჩვენი მთავარი მიზანია შთავაგონოთ საზოგადოებას ის, რომ ნაადრევი მტანჯველი სიკვდილს ცხოვრებით ტკბობა ჯობია. განსაკუთრებით გული შეგვტკივა ჩვენს თანატოლებზე, რომლებიც თითქოსდა საზოგადოებაში თავის გამოჩენისა და დამკვიდრებისათვის მიეჯაჭვნენ მავნე ჩვევას. ამას კი შიეძლება მოჰყვეს ისეთი დაავადების განვითარება როგორიცააა ფილტვის კიბო, პნევმონია ან ანევრიზმა, რომლებსაც ადამიანი სვალალო შედეგემდე მიჰყავს.
გამომდინარე აქედან ჩვენი სათქმელია 
"ნუ მისცემთ თამბაქოს უფლებას გადაგახვევინოთ ცხოვრების სწორი გზიდან !"
ც ხ ო ვ რ ე ბ ა    მ შ ვ ე ნ ე რ ი ა თ ა მ ბ ა ქ ო ს    გ ა რ ე შ ე !